ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის, 19 მაისს, „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
სკოლიდან კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებით, დიდი სიყვარულით, ემოციურად გააცილეს. მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, მასწავლებლებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
გაიმართა ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო.
კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.
იხიელთ ფოტოები: