ოქტომბრის საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ 2022-2023 სასწავლო წლის წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვა
16-06-2023
15 ივნისს, 2022-2023 სასწავლო წელი მოსწავლეებისთვის ოფიციალურად დასრულდა, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლამ მორიგი აკადემიური წელი დახურა წარმატებით. სასწავლო წელი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით, გამორჩეული იყო მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებითა და წარმატებებით.
„ეს სასწავლო წელი, ოქტომბრის საჯარო სკოლისთვის კიდევ ერთი წარმატებული წელია“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება, საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.
სასწავლო წელი წარმატებით დაძლია 7-მა IV კლასის მოსწავლემ, რომლებსაც სკოლის ადმინისტრაციამ სიგელები გადასცა. სიგელებით დაჯილდოვდნენ სხვადასხვა აქტივობებში ჩართული მოსწავლეებიც, რომელთათვისაც ეს წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს