კაცხის საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელთა მრავალფეროვანი გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება მოაწყვეს.
აკადემიური წელი დასრულდა მეოთხეკლასელები კი, პირველ დამრიგებელს დაემშვიდობნენ. ღონისძიება დამრიგებლის -ზეინაბ ბუჭუხიშვილსა და მუსიკის პედაგოგის მაგული ფხალაძის ჩართულობით განხორციელდა.
მოსწავლეები ღონისძიებისთვის სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ. აღსანიშნავია, რომ გარემოც საზეიმოდ - ბუშტებითა და სხვადასხვა დეკორაციით იყო მორთული. მეოთხეკლასელებმა დაუვიწყარი წარმოდგენა დადგეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და მასწავლებელს მადლობა გადაუხადეს.
მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, სხვადასხვა საინტერესო ნომერი წარადგინეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
„სკოლა ულოცავს მეოთხე კლასის მოსწავლეებს, გისურვებთ ცხოვრებაში ყოველივე საუკეთესოს, წარმატებას, დასახული მიზნების ასრულებას.
მინდა მადლობა გადავუხადო კლასის ხელმძღვანელს ქალბატონ ზეინაბ ბუჭუხიშვილს და მუსიკის პედაგოგს ქალბატონ მაგული ფხალაძეს, სასიამოვნო საღამოს მოწყობისთვის. ასევე, მშობლებს, თანამშრომლობისა და აქტიური ჩართულობისთვის, სკოლის დირექტორს - ხათუნა მოდებაძეს ხელშემწყობი გარემოს შექმნისათვის და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის, მეამაყებით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: