ზემოსურების საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა მაია სანიკიძემ მოსწავლეები სასწავლო წლის წარმატებით დასრულებისთვის დააჯილდოვა
15-06-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებასა და განწყობაზე ზრუნავენ. 

სასწავლო წელი დასრულდა. ამასთან დაკავშირებით, დაწყებითი კლასების მასწავლებელმა - მაია სანიკიძემ აქტივობები განახორციელა. მან მეორე და მეოთხე კლასის მოსწავლეებს სიგელები დაურიგა და გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა. 

თავად მოსწავლეებმა კი პედაგოგს მადლობა გადაუხადეს, სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. პატარა მოსწავლეებმა, მასწავლებელთან ერთად, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203