თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლაში საინტერესო და შემეცნებითი აქტივობები სასწავლო წლის ბოლომდე გაგრძელდა.
ამჯერად, სკოლაში მათემატიკური ვიქტორინა გაიმართა. მასში VIII-XI კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით, პასუხისმგებლობითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
ვიქტორინაში გამარჯვებულ მოსწავლეებს სკოლის დირექციამ სიგელები გადასცა. აქტივობა მათემატიკის მასწავლებლის - ავთანდილ ბერიძის ჩართულობით გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: