„ჯანმრთელობა დიდხანს სიცოცხლეა“ - შუასურების საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
15-06-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო პროექტები იმართება.

ამჯერად, სკოლაში სასწავლო პროექტი სახელწოდებით - „ჯანმრთელობა დიდხანს სიცოცხლეა“ განხორციელდა, რომლის ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ლია რამიშვილი გახლდათ.

აღნიშნულ პროექტში მე-9, მე-10 ,მე-11 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

პროექტი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ხუთი საგნის (ბიოლოგია, ქიმია, ქართული, გეოგრაფია, სპორტი) მასწავლებლის ჩართულობით მომზადდა.

მოსწავლეებმა სხვადასხვა თემაზე იმუშავეს, შექმნეს და წარმოადგინეს  საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაცია.

მათ ასევე კედლის გაზეთი შექმნეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო საინტერესო, თემატური ვიდეომასალა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულმა ღონისძიებამ მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.

პროექტის მიზანი იყო - საგანთაშორის კავშირის განმტკიცება.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203