
თბილისის N129 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენებსა და თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ.
გამონაკლისი არც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ყოფილა.
ეს დღე მოსწავლეებმა საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს.
1 ივნისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე - „ბავშვები ომის წინააღმდეგ“ მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, სხვადასხვა მუსიკალური ნომერი - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს.
ღონისძიების ხელმძღვანელი და ორგანიზატორი პედაგოგი: მარინა ქარჩავა გახლდათ.
აღნიშნულ ღონისძიებაში, როგორც სკოლაში გვიყვებიან, სამივე საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მათ ასევე ღია ცის ქვეშ ფლეშმობი მოაწყეს. შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დრო კი ნაყოფიერად და ხალისიანად გაატარეს.
აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: