„მოტივაციას მაძლევს მოსწავლეების სითბო, სიყვარული, სიკეთით სავსე თვალები“ - ნინო ტაკაშვილი, თბილისის N219 საჯარო სკოლის პედაგოგი
16-06-2023

„მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი, ითანამშომლონ სკოლასთან, მეტი მონდომებით ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში“,- ამბობს თბილისის N219 საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო ტაკაშვილი. მისი ხელმძღვანელობით მოსწავლეებს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ.

ამჯერად, მან საკუთარი შეხედულებები  etaloni.ge -ს ბლიც-ინტერვიუში დააფიქსირა. ისაუბრა, 2022-2023 სასწავლო წელზე, მოსწავლეთა მშობლებს რჩევები მისცა, გაიხსენა მოსწავლისგან მიღებული საუკეთესო კომპლიმენტი და ყურადღება არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა.

- ეს სასწავლო წელი იყო...

- საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით. დატვირთული, შედეგიანი.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...

- ითანამშომლონ სკოლასთან, მეტი მონდომებით ჩაერთონ სკოლის ცხოვრებაში.

- ბოლო ზარის პერანგზე სამახსოვროდ...

- დავიწერდი - „მომავალი ჩვენია“. დავიხატავდი იმ ანიმაციურ გმირს, რომელსაც ვიმსგავსებ. 

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...

- აქტიურად ვიყავი ჩართული სკოლის აქტივობებში, ვზრუნავდი პირადი განვითარებისათვის. 

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი..

- იყვნენ ყოველთვის ბედნიერები, ხალისიანები, უყვარდეთ ერთმანეთი...

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...

- მე თქვენ მასწავლეთ არა მარტო საგანი, არამედ ადამიანობა. 

- მოტივაციას მაძლევს..

- მოსწავლეებისგან სითბო, სიყვარული, სიკეთით სავსე თვალები, რომლებშიც ვკითხულობ იმედს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203