„მოტივაციას მაძლევს მოსწავლეების სწვალისადმი ინტერესი და მათი სიყვარული“ - ლამარა ჯინჭარაული, თბილისის N219 საჯარო სკოლის პედაგოგი
16-06-2023
თბილისის N219 საჯარო სკოლის პედაგოგი ლამარა ჯინჭარაული მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავს. ის სასწავლო პროცესში თანამედროვე მიდგომებს იყენებს და მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობს. 

ამჯერად, მან საკუთარი შეხედულებები  etaloni.ge -ს ბლიც-ინტერვიუში დააფიქსირა. ისაუბრა, 2022-2023 სასწავლო წელზე, მოსწავლეთა მშობლებს რჩევები მისცა, გაიხსენა მოსწავლისგან მიღებული საუკეთესო კომპლიმენტი და ყურადღება არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა. 

- ეს სასწავლო წელი იყო...

- მრავალფეროვანი, საინტერესო.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...

- მეტი ჩართულობა ჰქონდეთ.

- ბოლო ზარის პერანგზე სამახსოვროდ დავაწერდი/დავიხატავდი...

- ჩემს საყვარელ მხატვარს.

- მე რომ აბიტურიენტი ვიყო...

- ისევ პედაგოგობას ავირჩევდი, ამისთვის ბევრს ვეცდებოდი.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი:

- იყვნენ მონდომებულები, არ იზარმაცონ.

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...

- გვიყვარხართ, მოუძღვნიათ ნახატი.

- მოტივაციას მაძლევს...

- მოსწავლეების სწვალისადმი ინტერესი და მათი სიყვარული.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203