ჯუმის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა 
16-06-2023
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო ღონისძიება მოეწყო. 

მათ შორის იყო, გიორგი ღუბელაძის ორგანიზებით გამართული სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მხიარული სტარტები“. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათთვის შერჩეული აქტივობები ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. 

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის, თემისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ აქტივობა დადებითად შეაფასეს. 

„მოსწავლეები მთელი მონდომებით ცდილობდნენ, საუკეთესოდ გამკლავებოდნენ გუნდურ თამაშებს. სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ირმა ბუკიამ მადლობა გადაუხადა პედაგოგსა და მოსწავლეებს ჩართულობისა და აქტიურობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203