მუხრანის N1 საჯარო სკოლაში საკლასო კონკურსი - „ჩვენ გვიყვარს მათემატიკა“ ჩატარდა
15-06-2023

ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისა და მოტივაციისა ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობები, პროექტები ტარდება.

ამჯერად, სკოლის VII კლასში, მათემატიკის მასწავლებლის - მთვარისა თალაკვაძის ორგანიზებით, მორიგი გამორჩეული აქტივობა, საკლასო კონკურსი -  „ჩვენ გვიყვარს მათემატიკა“ ჩატარდა.

კონკურსში, რომელიც სამ ეტაპს მოიცავდა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველა მოსწავლე ხალისით ჩაერთო.

„ისინი ექვს გუნდად განაწილებული ასპარეზობდნენ და ცდილობდნენ საგანის ცოდნა მაქსიმალურად გამოევლინათ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

საბოლოოდ მე-6 გუნდმა გაიმარჯვა, რომლის ლიდერი ნინი პეპანაშვილი იყო, ხოლო გუნდის წევრები - ლინდა მარღიშვილი, ნიკოლოზ თურმანიძე და ლიზი ზარიაშვილი.

„სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა  გუნდს გამარჯვება მიულოცეს და ყველა მონაწილეს მათემატიკის საგნის მიმართ მეტი ინტერესისკენ მოუწოდეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის საგნობრივი და ინტეგრირებული კონკურსები, მოსწავლეებს თვითშეფასება უმაღლებს და ანალიტიკურ, კომუნიკაციის და აკადემიურ უნარებს უუმჯობესებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203