ქობულეთის საერო სკოლა „ფარნავაზის“ თოჯინების თეატრის მოსწავლეთა დასი პირველ ნაბიჯებს დიდი წარმატებით დგამს
ქობულეთის საერო სკოლა „ფარნავაზში“ მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
თოჯინების თეატრის დასმა პირველი წარმატებული ნაბიჯები გადადგა, მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, როლები წარმატებით მოირგეს, დრო ნაყოფიერად გაატრეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ამ ყველაფერში კი უდიდესი წვლილი მასწავლებლებს მიუძღვით.
„ფრანავაზელებო“ გილოცავთ! თოჯინების თეატრის დასის პირველი ნაბიჯები წარმატებულია...ამაში პროფესიონალი მსახიობები: ბატონი ვახტანგ გიგინეიშვილი, ბატონი ირაკლი კალანდარიშვილი და რეჟისორები, გვეთანხმებიან..
წარმატებას გისურვებთ. მადლობა, ბატონ ირაკლი კალანდარიშვილს, ბატონ ირაკლი ჩახვაძეს, ქალბატონ გურანდა დიასამიძეს. თქვენს მონდომებასთან ერთად, პედაგოგთა დაუღალავმა შრომამ მოიტანა ეს შედეგი. წინ ბევრი სასცენო თავგადასავლები, ბევრი პრემიერები, ბევრი რეპეტიციები გველოდება! უყვარხართ და ამაყობს თქვენით მადონა დირექტორი“,- წერს სკოლის დირექტორი მადონა ოქროპირიძე.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: