„ჩემი სკოლა, ჩემი სახლია“- თბილისის N49 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო პროექტის ფარგლებში, საინტერესო თემაზე იმუშავეს
15-06-2023
თბილისის N49 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, სკოლაში სასკოლო პროექტის - „კულტურული მემკვიდრეობა“, ფარგლებში, რუსული ენის პედაგოგის - ეკატერინე ცაავას ხელმძღვანელობით, VII კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „ჩემი სკოლა, ჩემი სახლია“, იმუშავეს. 

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ინფორმაცია ძველი თბილისის ისტორიული უბნების, ნაგებობების შესახებ მოიძიეს, თემატური პლაკატები მოამზადეს და პრეზენტაცია ჩაატარეს. 

გარდა ამისა, როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებმა წლის განმავლობაში რუსულ ენაში მიღებული ცოდნა შეაჯამეს და ენის ცოდნა გამოავლინეს.

„მოსწავლეებმა მკაფიოდ შეიგრძნეს ჩვენი ქალაქის სიძველე, საინტერესო წარსული და არქიტექტურული ძეგლების მაღალი კულტურული ღირებულება და მისი ხიბლი.  მათ ჩამოუყალიბდათ ცნობიერება, რომ უნდა გაუფრთხილდნენ და იზრუნონ საკუთარ ქალაქზე, სკოლაზე რომელიც წარმოდგენილია ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203