„მოტივაციას მაძლევს მოსწავლეებთან, კოლეგებთან ურთიერთობა“ - ბლიც-ინტერვიუ კასრისწყლის სკოლის დირექტორ მანანა ღლიღვაშვილთან
15-06-2023

ხმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ღლიღვაშვილი მიზანდასახულობითა და შრომისმოყვარეობით მოსწავლეებისთვის მაგალითის მიმცემია. ის, მათ სწავლის სიყვარულს ადრეული ასაკიდანვე შთააგონებს. დირექტორისთვის ასევე მნიშვნელოვანია კოლეგებთან მეგობრული ურთიერთობა, რაც მას როგორც თავად ამბობს, მოტივაციას აძლევს.

etaloni.ge გთავაზობთ დირექტორ მანანა ღლიღვაშვილის ბლიც-ინტერვიუს:

- ეს სასწავლო წელი იყო...
- წარმატებული ჩვენი სკოლისთვის.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- მეტად ჩაერთვნენ სასკოლო ცხოვრებაში, მათი მხრიდან მეტი აქტიურობაა საჭირო.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...
- კიბის საფეხურზე მდგარ გოგონას, რომელსაც ჩირაღდანი უკავია ხელში და სულ ზევით ზევით მიიიწევს.

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- ვმეცადინეობდი თავდაუზოგავად რათა ფაქტობრივი ცოდნა მქონოდა მაღალი.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- იყვნენ მიზანსწრაფულები, ისწავლონ დროის რაციონალურად გამოყენება.

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- თქვენ ძალიან ლამაზი და საყვარელი მასწავლებელი ხართ... კიდევ როდის გვექნება თქვენი გაკვეთილი? აუცილებლად ვიქნები მომავალში მასწავლებელი და თქვენ იქნებით ჩემთვის მაგალითის მომცემი.

- მოტივაციას მაძლევს...
- მოსწავლეებთან, კოლეგებთან ურთიერთობა, შედეგი, რომელსაც ვაღწევ მათთან მუშაობისას.



 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203