„კარგი წიგნით ხელში ადამიანი არასდროს იქნება მარტო“-  მარად არძენაძე, ერგეს საჯარო სკოლის დირექტორი 
15-06-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლის დირექტორი მარად არძენაძე მუდამ სკოლის განვითარებასა და წინსვლაზეა ორიენტირებული, მისთვის მნიშვნელოვანია აღზარდოს განათლებული თაობა და წვლილი შეიტანოს ინტელექტუალური საზოგადოების ფორმირებაში. Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ მარად არძენაძესთან:

- ეს სასწავლო წელი იყო...

- ჩვენი სკოლისთვის საკმაოდ წარმატებული. სასკოლო აქტივობები დატვირთული იყო სანახაობითი მასალით, რაც ახდენდა მოსწავლეების პროვოცირებას, სწავლისადმი ინტერესის გაღრმავებას. წარმატებები გვქონდა სკოლისგარეშე კონფერენციებში, კონკურსებსა და პროექტებში, რამაც უფრო თამამი და კომუნიკაბელური გახადა ჩვენი მოსწავლეები. თამამად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ მიღწევების უმეტესი წილი ციფრული რესურსების ეფექტურ გამოყენებაზე დაფუძნდა, რამაც გაუადვილა ჩვენს მოსწავლეებს დასახული მიზნებისაკენ  სწრაფვა.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...

- რომ ყველაზე დიდი რამ, რაც შეიძლება მშობელმა მემკვიდრეობით დაუტოვოს შვილებს, პატიოსანი ცხოვრების მაგალითია. მშობლებო, დააჯერეთ შვილები, რომ კარგი წიგნით ხელში ადამიანი არასდროს იქნება მარტო, ამიტომ იკითხეთ წიგნები შვილებთან ერთად.

- ბოლო ზარის პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი:

- სამახსოვროდ დავაწერდი: „ათასი სიტყვა ნაკლებ კვალს ტოვებს, ვიდრე ხსოვნა ერთი საქციელისა“

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...

- ჩემი თაობის აბიტურიენტებს ტკბილად გვახსენდება დრო, რომელიც ურთიერთობასთან და ერთმანეთის პატივისცემასთან ასოცირდება. ვისხედით, ვსწავლობდით, ვემზადებოდით ერთად. წიგნებში ჩაფლულებს გვიღამდებოდა და გვითენდებოდა სანატრელი სტუდენტობის მოლოდინში.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...

- გიყვარდეთ სკოლა, გიყვარდეთ თქვენი მეგობრები. ნუ გაწყვეტთ მეგობრობის ძაფს, თუ მისი გასკვნა მოგიწიათ, კვანძი სამუდამოდ დარჩება.

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...

- მოსწავლეებს ძალიან უყვართ მასწავლებელი სკოლის მიღმა, ერთი მოსწავლე ექსკურსიის შემდეგ მეუბნება: „მასწავლებელო, მე თქვენ მხოლოდ ისტორიკოსი მეგონეთ...“

- მოტივაციას მაძლევს...

- შინაგანი ძალა, რომელიც მუდამ მკარნახობს - „ხომ იცი, ყველაზე ფაქიზ, ყველაზე სათუთ, ყველაზე ლამაზ ქმნილებას წრთვნი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203