ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
15-06-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები სალომე შავაძე, ელენე შავაძე, თათია თავართქილაძე და ნინო თავართქილაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მათ ლეპტოპები საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის მიენიჭათ. ისინი ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული, ბეჯითი მოსწავლეები არიან.

სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„ვულოცავთ კომპიუტერების მიღებას. ვუსურვებთ წინსვლასა და წარმატებებს“,- ამბობენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203