ძირკვაძეების საჯარო სკოლის l-lV კლასის მოსწავლეები ხულოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრნენ
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიებები ხშირად იმართება. ამჯერად, l-lV კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები ხულოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში იმყოფებოდნენ. მოსწავლეები აქტივობაში დამრიგებლების - მ.ბოლქვაძისა და ნ.ხალვაშის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
მოსწავლეებს მუზეუმში დაცული ექსპონატების შესახებ მთავარმა სპეციალისტმა მ.შანთაძემ საინტერესოდ მოუთხრო. მათ გარემო დაათვალიერეს, ცოდნა გაიღრმავეს, დრო ნაყოფიერად გაატრეს და ერთმენეთს მეტად დაუახლოვდნენ.
„მოსწავლეები ძველისძველმა ნივთებმა აღაფრთოვანა, განსაკუთრებით, აჭარულმა კუთხემ. წამოვიდნენ იმ იმედით, რომ კვლავ ესტუმრებიან მუზეუმს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: