ტალავერის N1 სკოლაში ქართული სექტორის მე-4 კლასის პირველი გამოშვება არდადეგებზე შთამბეჭდავი ღონისძიებით გააცილეს
15-06-2023

არიფ ალიევის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის N1 საჯარო სკოლაში, წელს პირველად ქართული სექტორის მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამორჩეულ მასწავლებელს და ბავშვებს შემაჯამებელი ღონისძიებაც განსაკუთრებული ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება სიურპრიზებით სავსე, შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სასკოლო საზოგადოება პედაგოგ მარინა კოდიაშვილის შთამბეჭდავი ღონისძიებებით ყოველთვის განებივრებული იყო, ამჯერადაც მან მოსწავლეებთან ერთად დაუვიწყარი სანახაობა მოაწყო.

მოსწავლეებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, რამაც დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ღონისძიების მიწურულს მოსწავლეთა და მასწავლებლის სამადლობელმა სიტყვამ დღე უფრო ამაღელვებელი და ემოციური გახადა.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგმა, თავისი ვოკალური მონაცემებით, კოლეგები და სხვა კლასის მოსწავლეები გააკვირვა. თავისი ბავშვებისთვის კი, ჩანდა, რომ ეს არ იყო სიურპრიზი. ძალიან ლაღად და ბუნებრივად ცეკვავდნენ და მღეროდნენ დამრიგებელთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება კიდევ ერთმა სიურპრიზმა დააგვირგვინა, ბავშვები მაშინ გაოცდნენ, როდესაც მასწავლებელმა საზეიმოდ ვარსკვლავი გაუხსნა.

„ტალავერის პირველი საჯარო სკოლა კიდევ ერთხელ ულოცავს ქართული სექტორის მეოთხე კლასის პირველ გამოშვებას სასწავლო წლის დამთავრებას და მადლობას უხდის მათ მასწავლებელს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203