
თემურ თურმანიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც მოტივაციის მიმცემია მოსწვალეთა წინსვლა და წარმატება, მთავარი მიზანი კი, სასკოლო საზოგადოების განვითარება და განათლებული, ერუდირებული და ინტელექტუალური თაობის აღზრდაა. როგორც თავად აღნიშნავს მიზნის მისაღწევად ბევრი შრომაა საჭირო, შესაბამისად, არც თავად იშურებს ენერგიას მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მიაწოდოს. Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ თემური თურმანიძესთან
- ეს სასწავლო წელი...
- ვთვლი, რომ იყო ნაყოფიერი, შინაარსიანი, შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთული
- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- იყვნენ უფრო მეტად ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში.
- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...
- დავიწერდი: ისწავლე, იშრომე, იყავი წარმატებული და გააცანი შენი თავი მსოფლიოს.
- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- მთელი მონდომებით ვემზადებოდი გამოცდებისთვის.
- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- პირველ რიგში ვულოცავ ყველა მომავალ პირველკლასელს, ვუსურვებ ჯანმრთელობას და ვეტყოდი, რომ იყვნენ მიზანდასახულები და ბეჯითები. იშრომონ ბევრი მიზნის მისაღწევად.
- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- ფრაზა: 1.„მიყვარხარ გულში“; ფრაზა: 2. „ჯიგარი ხარ“
- მოტივაციას მაძლევს...
- მოსწავლეებთან ურთიერთობა მათი ჟრიამული სიცოცხლით სავსე თვალები. ჩემი მოსწავლეების წარმატება.