შუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგანმანათლებლო პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაზე საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს
15-06-2023

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნის საჯარო სკოლის მე-6 და მე-4 კლასის მოსწავლეები ჩართული იყვნენ საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, განხორციელებულ იდეატორთა კლუბის stem პროექტში.

აღსანიშნავია, რომ პროექტს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი ახორციელებდა.

10 ივნისს ბათუმის უნივერსიტეტში გაიმართა დასკვნითი შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც მოსწავლეებმა რეფლექსიური სახის პრეზენტაცია წარმოადგინეს. 

პროექტის მხარდამჭერი ფარმაცევტიული კომპანიის -„ნეოფარმი“ დამფუძნებელმა ალიოშა ბაკურიძემ, წარმომადგენლის მამუკა ბაკურიძის ჩართულობით, მონაწილეებს საჩუქრად ფულადი ჯილდო გადასცა, ხოლო სკოლას პერსონალური კომპიუტერი.

აღსანიშნავია, რომ რომ პროექტი სკოლაში - „ჩირუხის ყვავილების“ სახელით განახორციელეს პროფესორ ალიოშა ბაკურიძისა და მანანა თავდგირიძის ხელმძღვანელობით.

პროექტში ასევე ჩართული იყვნენ ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტები - ხათუნა ხალვაში და ია ქათამაძე, ასევე, სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი მელანო ებრალიძე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი დიდი მხარდაჭერით მიმდინარეობდა, როგორც მასწავლებლების ასევე სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან.

„პროექტის ფარგლებში არაერთი აქტივობა ჩატარდა, რაც მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლოდ... 
მადლობა, პროექტის მონაწილეებს, მადლობა, ქალბატონ მანანა თავდგირიძეს, სტუდენტებს - ხათუნა ხალვაშსა და ია ქათამაძეს, განსაკუთრებული მადლობა ბატონ ალიოშა ბაკურიძესა და კომპანია „ნეოფარმს“, მის დირექტორს ბატონ ლაშა ბაკურიძეს, ასევე, მამუკა ბაკურიძეს მადლობა ყველგან ჩვენს გვერდში დგომისთვის. მადლობა და წარმატებები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203