ინწკირვეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობები გაიმართა
15-06-2023
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ინწკირვეთის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნა.

გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც ისეთი გამორჩეული დღე ყოფილა, როგორიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები მოეწყო. მათ დახატეს და ფერადი ფურცლებისგან ნამუშევრები დაამზადეს. პედაგოგემა იზრუნეს, რომ მათთვის ეს დღე დაუვიწყარ დღესასწაულად ექციათ.

„ლაღი და ბედნიერი ცხოვრება მინდა გისურვოთ, არასოდეს დაგავიწყდეთ ფესვები, სადაც დაიბადეთ, სადაც გაიგეთ თქვენი უფლებებისა და მოვალეობის შესახებ“,- ამბობენ სკოლაში.  

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203