დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო
15-06-2023

მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით ქუთაისის ხუროთმოძღვრული ძეგლები მოინახულეს.

ექსკურსიაში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ექსკურსია ძალიან შინაარსიანი გამოვიდა. მოსწავლეებმა, ქუთაისის ხუროთმოძღვრული ტაძრები: ბაგრატი, გელათი და მოწამეთა მოინახულეს. 

ექსკურსიის მონაწილეებმა, ქუთაისიდან ახალციხეში გადაინაცვლეს, სადაც კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია, ზემო ვარძიის დედათა მონასტერი და ზღაპრული რაბათის ციხე დაათვალიერეს.

აღსანიშნავია, რომ მესამე დღე უფრო შთამბეჭდავი გამოვიდა, მოსწავლეები ბორჯომის ტყე-პარკს ესტუმრნენ, ბორჯომის თბილი წყალი დააგემოვნეს და იმერეთში პრომეთეს მღვიმის მოინახულეს.

„მინდა მადლობა გადაუხადო თანადგომისთვის მესტიის რესურსცენტრის ხელმძღვანელობას, მესტიის მერს ბატონ კაპიტონ ჟორჟოლიანს, განსაკუთრებული მადლობა სკოლის დირექტორს ქ-ნ ნატო გვარლიანს და მინდა დიდი მადლიერებით გზა - სავალი დაულოცო ექსკურსისს მძღოლებს - გია ჯჭვლიანს და გია წულუკიანს განსაკუთრებული სიკეთისათვის. მადლობა,მშობლებს თანადგომისათვის და ბოლოს მადლობა, ჩემს უძვირფასეს კოლეგებს...

დავბრუნდით დიდი შთაბეჭდილებებით, ძალიან ნასიამოვნები და მხიარულად გატარებული სამი დღით“, -  აღნიშნავს ექსკურსიის ხელმძღვანელი.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203