
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი შახალ ისმაილოვი თავის საქმეზე შეყვარებული პიროვნებაა, რომლისთვისაც მოსწავლეების მადლიერებით სავსე თვალები და მის მიერ განვლილი პროფესიონალური გზა მოტივაციის მიმცემია და აძლევს სტიმულს აკეთოს მეტი სკოლის განვითარებისთვის. როგორც თავად აღნიშნავს განათლებული შვილი ბედნიერი მომავლის მყარი გარანტიაა, შესაბამისად ცდილობს ენერგია არ დაიშუროს და განათლებული, ერუდირებული თაობა აღზარდოს. Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ შახალ ისმაილოვთან:
- ეს სასწავლო წელი იყო...
- შინაარსიანი, გამოწვევებითა და სიახლეებით სავსე.
- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- განათლებული შვილი ბედნიერი მომავლის მყარი გარანტიაა.
- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...
- საქართველოს რუკას წარწერით, საქართველო ჩემი სამშობლოა.
- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- მიზანი მქონდა მიმეღო უმაღლესი განათლება და ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს გამოვდგომოდი.
- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- თქვენთვის იწყება ცხოვრების ახალი და საინტერესო პერიოდი.
- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- არასდროს დამავიწყდება თქვენი ზრუნვა სკოლასა და მოსწავლეებზე
- მოტივაციას მაძლევს...
- ჩემი მოსწავლეების მადლიერებით სავსე თვალები და ჩემს მიერ განვლილი პროფესიონალური გზა.