
დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში, პედაგოგ მეულუდ მჭედლიანის ხელმძღვანელობით სპორტული ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება 6 ივნისს, მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობით მიმდინარეობდა.
„მხიარული სტარტებში“ მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვაში ეჯიბრებოდნენ და დიდი მონდომებით ცდილობდნენ თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენას.
აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრები: ზაირა ქურდიანი, ანა გულბანი და მაიკო რატიანი იყვნენ.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეები გარდამავალი თასით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ვიდეო ბმულზე.