დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
15-06-2023

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში, პროექტის - „კულტურული მრავალფეროვნება“ ფარგლებში, გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებითი საღამო მოეწყო.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დღე ძალიან საინტერესო გამოვიდა.

სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები გალაკტიონის შემოქმედებას ეზიარნენ, მწერლის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ მოსწავლეთა მიერ წარმოთქმული ყველა სიტყვა ძალიან სასიამოვნოდ ხვდებოდა გულს.

„მადლობა ჩვენს პატარებს და მათ პედაგოგს მანანა კვიციანს, კიდევ ერთი დღის გალამაზებისთვის“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203