ლენჯერის N1 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა სპექტაკლი - „ნახევარწიწილა“ გაითამაშეს 
15-06-2023

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

ამასთან დაკავშირებით მე-2 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ თამარ შუკვანის ხელმძღვანელობით, სპექტაკლი - „ნახევარწიწილა“ გაითამაშეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისინი სწორედ აღნიშნული სპექტაკლით დაემშვიდობნენ სასკოლო საზოგადოებას.

„ნახევარწიწილას“ როლი - ელენე ნავერიანმა შესანიშნავად მოირგო. 

მოსწავლეებმა აღნიშნულ სპექტკალზე შემოქმედებითი ნიჭი, უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

„ჩვენი ნიჭიერი და გონიერი მოსწავლეები... მადლობა ქალბატონ თამარ შუკვანს აქტიური სადამრიგებლო საქმიანობისთვის. ბედნიერ დასვენებას გისურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203