ზერტის საჯარო სკოლას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ესტუმრა
07-05-2018
ზერტის საჯარო სკოლას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი თამარ გოგლიძე ესტუმრა. 

ვიზიტის ფარგლებში სკოლაში დისკუსია - „დაამარცხე ძალადობა“ გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, თამარ გოგლიძემ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ძალადობის შესახებ ისაუბრა. 

სკოლის აღსაზრდელებმა დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

ასევე გაიმართა ვიდეორგოლის ჩვენება, რომელსაც მსჯელობა მოჰყვა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203