ჭუბერის საჯარო სკოლის უფროსკლასელები საგუნდო საზოგადოების კონკურსზე წარმატებით წარდგნენ
15-06-2023
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქემდებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ისინი სხვადასხვა შეჯიბრში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
სკოლის უფროსკლასელთა გუნდი „ნენსკრა“ საინტერესო პროექტებსა და კონკურსში აქტიურად მონაწილეობს.
ამჯერად, ისინი საგუნდო საზოგადოების VII კონკურსზე II ტურში, თბილისში იმყოფებოდნენ.
მათ შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.
მოსწავლეთათვის ეს დღე დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი იყო.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა წარმატებას სკოლა მუდამ მხარს უჭერს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს