
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარ-სგურიშის საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობით, საინტერესო პროექტები ტარდება, რომელშიც მოსწავლეები მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში „ითვინინგის“ პროექტის - „კინო სკოლაში“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ინგლისური ენის პედაგოგი - ნინო მამადაშვილი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა წაკითხული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანული ვერსიის ნახვის შემდეგ თავიანთი რეცენზიები დაწერეს.
„მათ საყვარელ პერსონაჟებზე ისაუბრეს და ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნეს მნიშვნელოვანი რესურსები“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეებმა ამ დღეს ცოდნა წარმოაჩინეს და ერთმანეთს გაუზიარეს.
აქტივობაში ისინი დიდი მონდოემბით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: