ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები კონფერენციაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
15-06-2023
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლას მიზანდასახული პედაგოგები ჰყავს, რომლებიც კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამ მიზნით კი სხვადასხვა ღონისძიებაში ერთვებიან. ამჯერად, მასწავლებლები - მადონა პოლეტაევა, ნატო შონია და ნონა გოგოხია სპმთპ-ის საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზებულ ეროვნულ კონფერენციაში -„მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსები, საერთაშორისო გამოცდილება ჩვენს პრაქტიკაში და მათი გაზიარება“, მონაწილეობდნენ.
მათ კონფერენციაში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.