ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჭადრაკის ტურნირში მონაწილეობდნენ 
15-06-2023
აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან აქტივობებში ერთვებოდნენ. 

ფახულანის თემის N1 და ფახულანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, ჭადრაკში, კოტე ჩიქობავას სახელობის ტურნირი გაიმართა. მასში მსწავლები უდიდესი მონდმებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და ღირსეულად იასპარეზეს. 

აღსანიშნავია, რომ კოტე ჩიქობავა ორივე სკოლაში, წლების განმავლობაში მუშაობდა. მან ჭადრაკის საოცარ სამყაროს მრავალი მოსწავლე აზიარა. 

ტურნირი კი, უდიდესი მადლიერების და პატივისცემის ნიშნად, სკოლის პედაგოგიური საზოგადოების ინიციატივით, წელს პირველად ჩატარდა. 

გოგონათა შორის პირველი ადგილი - ანასტასია გოგოხიამ, ხოლო ვაჟებს შორის - ცოტნე შონიამ დაიკავა. გამარჯვებულებსა და მონაწილეებს ფასიანი საჩუქრები და სიგელები გადაეცათ. 

აღსანიშნავია, რომ მომავალი წლისთვის ტურნირში სხვა სკოლების ჩართვაა დაგეგმილი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203