„მჯერა, ყველგან იტყვით თქვენს სიტყვას“ - ლეღვანის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებს პირველმა მასწავლებელმა გზა დაულოცა  
15-06-2023

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები, პირველ მასწავლებელს საზეიმოდ დაემშვიდობნენ.

მოსწავლეები ამ დღისთვის საზეიმოდ გამოეწყვნენ, სასკოლო სივრცე ფერადი ბუშტებით მორთეს და სასწავლო წლის ბოლო დღე ამაღლებული განწყობით გაატარეს.

მოსწავლეებისთვის პირველ მასწავლებელთან გამომშვიდობება არ იყო ადვილი, პედაგოგისთვისაც დღე ძალიან ემოციური აღმოჩნდა.

„თქვენს შესაძლებლობებს არ აქვთ საზღვრები, ჩემო არაჩვეულებრივებო მაბედნიერებს თქვენი არსებობა, მადლობას გიხდით იმ ულამაზესი ოთხი წლისათვის თქვენ, რომ მაჩუქეთ. წინ ახალი ცხოვრების ეტაპია - ახალი გამოწვევებით და მიზნებით, მჯერა ყველგან იტყვით თქვენს სიტყვას, დაგილოცავთ სავალ ბილიკებს, ჩემო გულებო მეამაყებით, მეიმედებით და მიყვარხართ უზომოდ“, - აღნიშნავს კლასის ხელმძღვანელი ნათია ხიჯაკაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203