თამაკონის საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს დაწყებითი საფეხურის წარმატებით დამთავრება ორიგინალურად მიულოცა 
15-06-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული, ახლა კი მოსწავლეები პედაგოგებს სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.

აკადემიური წელი დასრულდა, მოსწავლეები კი ახალ საფეხურზე გადავიდნენ. სკოლის დირექტორი აზა გადელია პატარა აღსაზრდელებს დაწყებითი საფეხურის წარმატებით დამთავრებას ულოცავს. დირექტორმა მათ პერანგებზე სურვილებიც დააწერა. 

მოსწავლეებმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს, ნასწავლი მასალა გაიხსენეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.

„ჩემი მერცხალა გოგო-ბიჭები. უხარიათ დაწყებითი საფეხურის დამთავრება. წარმატებები, ბავშვებო“,- წერს სკოლის დირექტორი აზა გადელია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203