მუსხის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ღონისძიებით გამოემშვიდობნენ 
15-06-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება მოაწყვეს.

აკადემიური წლის ბოლო ახლოვდება მეოთხეკლასელები კი, პირველ დამრიგებელს - ხათუნა ზაზაძეს ემშვიდობებიან. 

მოსწავლეები ღონისძიებისთვის სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ. აღსანიშნავია, რომ გარემოც საზეიმოდ - ბუშტებითა და სხვადასხვა დეკორაციით იყო მორთული. მეოთხეკლასელებმა დაუვიწყარი წარმოდგენა დადგეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და მასწავლებელს მადლობა გადაუხადეს.

მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, სხვადასხვა საინტერესო ნომერი წარადგინეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს. ბოლოს, ფერადი კვამლიც გაუშევს. 

„კლასი ემოციებით დაემშვიდობა პირველ მასწავლებელს“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203