„მუსიკათერაპია“ - ლაჯანის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
15-06-2023
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარებს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა ცოდნის ხარისხსა და მოტივაციაზე დადებითად აისახება.
X კლასში, პროექტული სწავლების ფარგლებში, მორიგი საინტერესო პროექტი განხორციელდა, რომლის თემა გახლდათ - „მუსიკათერაპია“. პროექტის ფარგლებში გაიმართა საინტერესო პრეზენტაცია. პრეზენტაციაში ჩართული იყვნენ VIII, IX კლასის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა თემის ირგვლივ სიღრმისეული ინფომაცია შეაგროვეს და საკითხის შესახებ ცოდნა აიმაღლეს.