ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა ბილინგვურ სწავლებას, რაშიც პედაგოგი - ნარე კაზარიანი აქტიურადაა ჩართული.
ამჯერად, მან სკოლაში პროექტი - „ჯანსაღი კვება“ განახორციელა. პროექტი მე-7 და მე-8 კლასში ჩატარდა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ჯანსაღი კვების შესახებ და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სასკოლო საზოგადოებას ინფორმაციები გააცნეს.
მათ ასევე თემატური კედლის გაზეთი - „ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს ჯანმრთელობაზე“ შექმნეს.
„ბავშვებმა რჩევები მისცეს დამსწრე საზოგადოებას როგორ უნდა იკვებონ სწორად. ამგვარი პროექტები ხელს უწყობს ჯანსაღი თაობის აღზრდას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: