ბავშვთა დაცვის დღესასწაული დიდი არაქალის საჯარო სკოლაში
15-06-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. აღინიშნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი.

გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც ისეთი გამორჩეული დღე ყოფილა, როგორიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, მე-3, მე-4 და მე-10 კლასების მოსწავლეებმა, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - ვარდანუშ ქოსიანის ხელმძღვანელობით, ღონისძიება გამართეს. 

მოსწავლეებმა ბავშვათა უფლებებზე ისაუბრეს, საინტერესო ნამუშევრები მოამზადეს, იცეკვეს, იმღერეს და სასიამოვნო ატმოსფერო შექმნეს.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203