დისველის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი თეატრალური წარმოდგენა დადგეს 
15-06-2023

ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სასცენო წარმოდგენა, სპექტაკლ - „კონკიას“, სახით გაითამაშეს.

მოსწავლეებმა წარმოდგენაზე, ინგლისურ ენაზე ისაუბრეს, დიდი ენთუზიაზმით მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა ღონისძიებით სასკოლო საზოგადოებას ის დიდი სიყვარული დაუდასტურეს, რაც მათი თანადგომით იყო გამოვლენილი.

„მადლობა, ჩვენს მოსწავლეებს! მადლობა, მშობლებს! მადლობა ჩემს ახლო მეგობრებს! უდიდესი მადლობა დისველის საჯარო სკოლის დირექტორს ბატონ ჯანსულ შაინიძეს, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის! ბავშვებო გისურვებთ წარმატებას!“, - აღნიშნავს პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203