ორჯის საჯარო სკოლაში, მერვე და მეცხრე კლასების მოსწავლეთა შორის, ინტელექტუალური შეჯიბრის ფინალი გაიმართა
15-06-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ზრუნავენ. ამ მიზნით კი, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება. 

მასწავლებლები სწავლებისას თანამედროვე მეთოდებს იყენებენ და ამით სასწავლო პროცესს ამრავალფეროვნებენ. ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა. მის ფინალურ ეტაპში მერვე და მეცხრე კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მათ ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. შეჯიბრში მე-8 კლასმა გაიმარჯვა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203