წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარდევანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ. სწორედ ამიტომ, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.
სპორტის მასწავლებლის ანნა რანიანის ხელმძღვანელობით, ჭადრაკში შეჯიბრი გაიმართა. მასში მოსწავლეები უდიდესი მონდმომებით ჩაერთნენ.
შეჯიბრი სამეტაპიანი იყო და მასში 24 მოსწავლე მონაწილეობდა. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ღირსეულად იასპარეზეს.
შეჯიბრში პირველი სამი ადგილი შემდეგმა მოსწავლეებმა დაიკავეს:
- I ადგილი - გალინა თამარიანი;
- II ადგილი - არმან შიროიანი;
- III ადგილი - მარიანა თამარიანი.
ისინი ჭადრაკითა და სიგელით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: