გლოლის საჯარო სკოლის უმცროსკლასელებმა ძალადობის თემაზე პლაკატები შექმნეს
07-05-2018
გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

მოსწავლეებმა ამ თემაზე პრეზენტაცია გამართეს და სკოლებში ბულინგის გამოვლინებაზე იმსჯელეს.

მასწავლებლები მოსწავლეებს ძალადობის თემაზე ესაუბრნენ.

უმცროსკლასელებმა თემატური ნახატები და პლაკატები შექმნეს. 

სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203