გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში საპატიო სტუმარს უმასპინძლეს
15-06-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გამორჩეული აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად სკოლაში საპატიო სტუმარს - მწერალს, პოეტსა და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძეს უმსაპინძლეს. ვიზიტამდე მოსწავლეები მის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ და მწერალს მოუთმენლად ელოდნენ. 

სკოლაში სტუმარსა და მის გუნდს მცირე სასკოლო ღონისძიებით მიიღეს, გულთბილად უმასპინძლეს, გაესაუბრენენ, შეკითხვები დაუსვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს. თავად გიორგი კეკელიძემ სკოლას საჩუქრად წიგნები გადასცა. 

შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. 

„როდესაც თვითმმართველობის წევრები შეირჩნენ, მათი სურვილი იყო სკოლას მწერალი, პოეტი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ბატონი გიორგი კეკელიძე სწვეოდა, მათ ეს იდეა დირექციას შემოთავაზეს.
მეც არ ვიცი, როგორ თუმცა გავბედე, მიმეწერა მწერლისთვის. მან დიდი ყურადღება გამოიჩინა. როდესაც გავიგეთ, რომ მოვიდოდა, მოსწავლეებს გავაცანით სხვადასხვა ტექსტები, ინფორმაცია გიორგი კეკელიძეზე. ბავშვებმა შექმნეს ნახატები და პლაკატი. 
დადგანა საოცნებოდ ნანატრი დღე - 2023 წლის 13 ივნისს გვესტუმრა ბატონი გიორგი, საკუთარი გუნდით - ეკვილიბრიუმის წევრებით და აგვიხდინა სურვილი. გაგვახარეს მობრძანებით, ასევე დიდი საჩუქრით - წიგნებით. ჩვენი პატარა ბიბლიოთეკა გავამრავალფეროვნეთ.
ჩვენც ვეცადეთ, დღე ორმხრივად გაგველამაზებინა - მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ, მცირე სასკოლო ღონისძიებით, დავათვალიერეთ დუხობორების ზღაპრული მუზეუმი, გავისეირნეთ ბუღდაშენის ტბაზე.
დღე იყო უსაზღვრო ემოციებით, განსხვავებული შთაბეჭდილებებით, სითბოთი, სიყვარულით, მოულოდნელი იმედიანობით აღსავსე.
მოსწავლეებმა საკუთარი ემოციები, შთაბეჭდილებები წარმოადგინეს წერილობით.
მადლობა ეკვილიბრიუმს! გვიყვარს! გვეიმედება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203