„ამბის გაბმული თხრობა“ - ბათუმის ელიტურ სკოლა „გორდას“ პედაგოგები სწავლების თანამედროვე და საინტერესო მეთოდებს მიმართავენ
15-06-2023
ბათუმის ელიტურ სკოლა „გორდაში“ პედაგოგები მოსწავლეთ მოტივაციის ამაღლებისა და საგაკვეთილო პროცესის გამრავლფეროვნების მიზნით, სწავლების თანამედროვე და საინტერესო მეთოდებს იყენებენ.
ერთ-ერთი ასეთი საინტერესო და სახალისო მეთოდია - „ამბის გაბმული თხრობა“, რომელსაც პედაგოგმა - სალომე სურმანიძემ მე-3 ბ კლასის მოსწავლეებთან მიმართა.
აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
თამაშის პროცესი მოსწავლეთათვის ხალისიანი და შემეცნებითი იყო.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს მეთოდი მოსწავლეს ეხმარება: მოტივაციის ამაღლებაში, ტექსტის თანამიმდევრულად გადმოცემაში, კონცენტრაციის უნარის განვითარებასა და კითხვის ინტერესის გაღვივებაში.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.