კერძო სკოლა „თაობაში“ დიდი კინო-თეატრალური ისტორია დაიწყო
15-06-2023

ბათუმის კერძო სკოლა „თაობის“ ვაჟა ფშაველას შემოქმედებით გულანთებულმა მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, „თაობაში“ დიდი კინო-თეატრალური ისტორია დაიწყო.

მოსწავლეებმა, ფილმი პოემაზე - „ბახტრიონი“, დაყრდნობით გადაიღეს, თავიანთი სამსახიობო შესაძლებლობები გამოავლინეს, შემოქმედებითი და კრეატიული უნარები განივითარეს და საინტერესო რესურსი შექმნეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ ყველაფრის გაკეთება მოსწავლეებმა აბსოლუტურად დამოუკიდებლად მოახერხეს, ისინი მონტაჟისთვის მადლობას უხდიან სკოლის კურსდამთავრებულ - ნიკა ჩხაიძეს.

ფილმში, კითხულობენენ: ნინი ხარებავა და ნიკო გიორგაძე, მასწავლებელი კი, სალომე კაკაბაძე გახლდათ.


იხილეთ მოკლემეტრაჟიანი ფილმი ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203