„მომავალი შეფ-მზარეული“- ნაბახტევის საჯარო სკოლის მე-6 კლასში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
15-06-2023
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები იმართება. 

ამჯერად, სასწავლო წლის დასრულებასთან დაკავშირებით, მე-6 კლასში ღონისძიება - „მომავალი შეფ-მზარეული“, ჩატარდა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

მათ სალათები და დესერტი თავიანთი ხელით  მოამზადეს. როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეთა ნახელავი ვიზუალურადაც და გემოთიც საუკეთესო იყო. კერძებმა ჟიურის მოწონებაც დაიმსახურა.

ჟიურიმ პატარა მზარეულებს სიგელები - „საუკეთესო კულინარი“, გადასცა. 

კლასის ხელმძღვანელი მაია რიჟამაძე მოსწავლეთა განვითარებაზე დაუღალავად ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203