ეშტიის N2 სკოლის მოსწავლეებმა ზღაპრები სპექტაკლად აქციეს
15-06-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დასრულებასთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები გაიმართა.
სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - ნარინე აროიანის ხელმძღვანელობით, მე-2 კლასის მოსწავლეებმა ზღაპრების - „წითელქუდასა“ და „მაუგლის“ მიხედვით სპექტაკლი გაითამაშეს.
მათ ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აქტივობაში ისინი ხალისითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.
მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.