ქსოვრისის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება 
15-06-2023
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება. 

აკადემიური წელი დასრულდა მეოთხეკლასელები კი, პირველ დამრიგებელს დაემშვიდობნენ. ამასთან დაკავშირებით, მათ შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება მოაწყვეს.

აქტივობების მომზადებაში კლასის დამრიგებელი თამუნა ლოხიშვილი და IV კლასის მოსწავლეთა მშობლები აქტიურად ჩაერთნენ. ღონისძიებაში ჩართული იყო აღნიშნული კლასის პირველი მასწავლებელი - მარიამ ბერიძე.

ღონისძიება თეატრალიზებული იყო. მოსწავლეებს მანტიები ეცვათ, მათ მხატრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, შეასრულეს დამრიგებლის დადგმული ვალსის და მხიარული „ფლეშმობი“. 

„ღონისძიება გაიმართა ღია სივრცეში, მუსიკის ფონზე სკოლის მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლების თანდასწრებით.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ორგანიზატორებს სასიამოვნო, შთამბეჭდავი ღონისძიების ჩატარებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203