შავღელეს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა წარმტაცი ღონისძიება
15-06-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება მოაწყვეს.
აკადემიური წელი დასრულდა მეოთხეკლასელები კი, პირველ დამრიგებელს დაემშვიდობნენ.
მოსწავლეები ღონისძიებისთვის, რომლის ორგანიზატორებიც დამრიგებელი - ნაზი ბოლქვაძე და ინგლისური ენის მასწავლებელი - ქეთო დარჩიძე იყვნენ, სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ. აღსანიშნავია, რომ გარემოც საზეიმოდ - ბუშტებითა და სხვადასხვა დეკორაციით იყო მორთული. მეოთხეკლასელებმა დაუვიწყარი წარმოდგენა დადგეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და მასწავლებელს მადლობა გადაუხადეს.
მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, სხვადასხვა საინტერესო ნომერი წარადგინეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს. გარდა ამისა, ჰქონდათ სადღესასწაულო ტორტი, რომელზეც მოსწავლეთა ფოტო იყო დატანილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს