
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარცეფის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და სპორტული უნარების გაუმჯობესებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, პედაგოგები და დირექცია მათ, საინტერესო სპორტულ აქტივობებსა და თამაშებს სთავაზობენ.
ამჯერად, ღია ცის ქვეშ მოსწავლეთა მონაწილეობით სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.
ბავშვებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო კი საინტერესოდ და ხალისიანად გაატარეს.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მათ მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: