აფნიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს
15-06-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება მოაწყვეს.
აკადემიური წელი დასრულდა მეოთხეკლასელები კი, პირველ დამრიგებელს დაემშვიდობნენ.
მოსწავლეები ღონისძიებისთვის სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ. აღსანიშნავია, რომ გარემოც საზეიმოდ - ბუშტებითა და სხვადასხვა დეკორაციით იყო მორთული. მეოთხეკლასელებმა დაუვიწყარი წარმოდგენა დადგეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და მასწავლებელს მადლობა გადაუხადეს.
მოსწავლეებმა სხვადასხვა საინტერესო ნომერი წარადგინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს